ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გასასვლელთან

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გასასვლელთან. ერთმანეთს ნისანის მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 7 ადამიანმა, მათგან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი ფოთის ცენტრალურ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

მსუბუქ ავტომანქანაში ჩეხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ოთხივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

banner
წინა სტატიაში,,კანონიერი ქურდების“ შეკრება კიევში – პოლიციამ 2 ქართველი ,,ავტორიტეტი“ დააკავა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაქართულმა ოცნებამ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი შეარჩია