„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ, კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის თავმჯდომარედ, ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.

„პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების სამი ვაკანტური თანამდებობა. დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციიდან კანდიდატები. ჩემი ხელმოწერით, საქართველოს პარლამებტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ, კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის თავმჯდომარედ, ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვიდა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.

banner
წინა სტატიაშიარსებობს რისკი, აზერბაიჯანთან შეტაკებები ომში გადაიზარდოს- სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიადენის შმიგალი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ტექნიკურ ნაწილს შესაძლოა, მხოლოდ ორი წელი დასჭირდეს