არსებობს რისკი, აზერბაიჯანთან შეტაკებები ომში გადაიზარდოს- სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სომხეთი აცხადებს, რომ არსებობს აზერბაიჯანთან შეტაკებების სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის რისკი და მოუწოდებს დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

როიტერთან ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარუირ ხოჰანისიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის დაღუპულია დაახლოებით 50 სომეხი ჯარისკაცი და დაჭრილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შეტაკებების პროვოცირებაში, რომელიც ორშაბათს გვიან ღამით, სასაზღვრო მონაკვეთზე დაიწყო.

კითხვაზე, სრულმასშტაბიანი ომის რისკების შესახებ, ხოჰანისიანი პასუხობს – „არის აშკარა რისკი“.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი თავს დაესხა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მანქანებს – სომხური მხარე
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა