ქართულმა მხარემ იორდანიის დელეგაციის აფხაზეთში სტუმრობის გამო პროტესტი გამოთქვა

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია მიიღო. იორდანიის წარმომადგენელმა მანსურ სჟაჟმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას აპირებს. ასევე, მისი თქმით, აფხაზეთში დელეგაციის ჩამოსვლას წინ უსიამოვნებები უძღოდა, რადგანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა იორდანიის საგარეო უწყებას – განაცხადა სჟეჟმა. მანამდე, კი, იორდანიაში საქართველოს საელჩოს აღშფოთებული პროტესტი მოყვა აფხაზეთის დელეგაციის იორდანიაში სტუმრობას. მიუხედავად ამისა, იორდანიის წარმომადგენლის თქმით, მისი ქვეყანა აფხაზეთთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას აპირებს.
“იორდანიაში კავკასიური დიასპორა ძალიან ძლიერია სამხედრო, საპარლამენტო, პოლიტიკური და სოციალური კუთხით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იორდანიაში მათი უფლებები არც ერთხელ არ დარღვეულა. ჩვენ ბევრი რამ ვიცით აფხაზეთის ისტორიაზე. ჩვენი ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რადგანაც, სამომავლოდ სურვილი გვაქვს აფხაზეთმა და იორდანიამ ერთმანეთთან ითანამშრომლონ” – განაცხადა სჟაჟმა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიგალელი ბავშვების მეგრულმა სიმღერამ, აფხაზები აღაშფოთა (ვიდეო)
შემდეგი სტატიანიგერიაში ცხელების გამო ასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა