გალელი ბავშვების მეგრულმა სიმღერამ, აფხაზები აღაშფოთა (ვიდეო)

აფხაზურ სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვისა და პროტესტის მიზეზი გახდა ერთი პატარა ვიდეო, რომელზეც გალელი ბავშვები, ტყვარჩელის მე-5 საშუალო სკოლაში ორგანიზებულ კონცერტზე, მეგრულ სიმღერას ასრულებენ.
,, -რა კულტურული გაცვლაა ქართული სიმღერებით… ვინ დაუშვა ეს?
-რატომ ბინძური ცოცხებით არ გაყარეს?
-რა ხდება, გალი უკვე საქართველოა?
-აფხაზურად და რუსულად სიმღერა არ შეეძლოთ?
-ეს ხომ, აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა შეურაცხჰყოფაა.
-ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ.
ამ და მსგავს კომენტარებს შეხვდებთ, აფხაზების მხრიდან, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელზეც გალელი ქართველი ბავშვების მიერ ნამღერი, ერთი ტკბილი და უწყინარი მეგრული სიმღერაა აღბეჭდილი.

https://youtu.be/nNxy9Sql3Sc

 

 

banner
წინა სტატიაშისარვამარტოდ აფხაზეთიდან სოჭში 96 ტონა მიმოზა შეიტანეს
შემდეგი სტატიაქართულმა მხარემ იორდანიის დელეგაციის აფხაზეთში სტუმრობის გამო პროტესტი გამოთქვა