ქართულმა მხარემ გალში გამართული შეხვედრისას გიგა ოთხოზორიას მკვლეობაზე ადეკვატური რეაგირება მოითხოვა

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

შერიგებისა სა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი დააყენა და მომხდარზე დროული და ადეკვატური რეაგირება მოითხოვა.

მონაწილეები შეთანხმდნენ რომ ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 6 ივლის, გაიმართება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.

banner
წინა სტატიაშირობი უილიამსის კონცერტზე 38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული
შემდეგი სტატია“ქართულმა მხარემ დე ფაქტო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება და გადმოცემა მოსთხოვა”