ქართული სასამართლო საკმაოდ მყარ პოზიციაზეა ევროკავშირის სივრცეში, რაც მოსვენებას არ აძლევს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რევოლუციურ კომიტეტს – ვოლსკი

მოსამართლეებთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტის არარსებობის პირობებში ასე ჩამოკიდება იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ საერთაშორისო დონეზე იქნა გაცხადებული, რასაკვირველია, არის მცდელობა, ხავსიდან უფრო მყარ ფუნდამეტს ჩაეჭიდონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არ არსებობს წინაპირობა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას პარლამენტში.

„არსებობს მეორე რეალობა, რომ ქართული სასამართლო არის საკმაოდ მყარ პოზიციაზე ევროკავშირის სივრცეში. ეს მყარი პოზიცია, რასაკვირველია, მოსვენებას არ აძლევს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რევოლუციურ კომიტეტს და ამ თემის შემოტანა საპარლამენტო კომისიაზე ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, როგორმე პოზიტიურად არ იქნას შეფასებული რეკომენდაციების იმ მუხლის შესრულება, რომელიც საქართველოს სასამართლოს ეხება. ამაში სხვა არანაირი იდეა არ დევს. თუ არსებობს ასეთი ფაქტი, რომ კორუფციაა გამოვლენილი და ამას კონკრეტული სახე და ფორმა აქვს, ან თუნდაც რაიმე სასამართლო გადაწყვეტილებაში აისახა ეს, ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს. მოსამართლის სასამართლოში დაბარება, მოსამართლის ანგარიშის მოთხოვნა არის სწორედ ის, რაც ეწინააღმდეგება იმ საკონსტიტუციო დოგმებს, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის, UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მეოთხე ნაკადი დაიწყო