“ქართული ოცნების” სამომავლო საქმიანობაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის საკითხზე ექს-პრემიერთან კონსულტაციები გაიმართება

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს.
ამის შესახებ  პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აპრილში დაგეგმილ ყრილობას ან რაიმე ფორმით მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში.
“ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში”, – განაცხადა კობახიძემ.
ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.

banner
წინა სტატიაში„ფონდებთან დაკავშირებით, პროკურატურამ სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს“
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა აპრილში გაიმართება