“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა აპრილში გაიმართება

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა აპრილში ჩატარდება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

ყრილობაზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულ პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი და ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ დელეგატები მას ერთხმად დაუჭერენ მხარს.
რაც შეეხება პარტიის საარჩევნო სიას, კობახიძის თქმით, “ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ვერც ერთი სახელი და გვარი ვერ დასახელდება”.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” სამომავლო საქმიანობაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის საკითხზე ექს-პრემიერთან კონსულტაციები გაიმართება
შემდეგი სტატიაპარლამენტის აპარატი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ორგანიზებისთვის ტენდერებს გამოაცხადებს