“ქართული ოცნების” საარჩევნო სია არჩევნებამდე 40 დღით ადრე გასაჯაროვდება

უმრავლესობის წევრ ელისო ჩაფიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სია საზოგადოებისთვის არჩევნებამდე 40 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მისი თქმით, ის მიესალმება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ისეთი დიდი პოლიტიკური წონის ადამიანების ყოფნას როგორიცაა, კახა კალაძე და დავით სეერგეენკო.

ჩაფიძის განცხადებით, ის არ იბრძვის საარცევნო სიის პირველ ათეულში მოსახვედრად.

“კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის პრობლემებს, ამიტომ, თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ტყიბულისა და თერჯოლის უკვე გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატად”,- აღნიშნა ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი: უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს
შემდეგი სტატიაMaroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია