ნოდარ ჯავახიშვილი: უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

არ შეიძლება არც ჟურნალისტებმა, არც ოპოზიციამ, არც ხელისუფლებამ დემოგოგია წაახალისონ, ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში მოსახლეობის პროტესტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, თუ ეკოლოგიური პრობლემები სრულყოფილად არ იყო შესწავლილი და რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ეს დარღვევაა და მაშინ მოთხოვნა სამართლიანი იქნება, მაგრამ ”თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომ არაფერს უშლის ხელს, ეს საზოგადოების მხრიდან დემაგოგიის ელემენტებია”.

”სამწუხაროდ, ეს ძალიან ხშირად ხდება. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს, ეუბნებიან, რომ აგერ, ეს გზა ჩაკეტეთ იმიტომ, რომ ეკლესიამდე გზა არ უნდა გაკეთდეს. ან გადაკეტეთ და კვადრატულ მეტრში 10 დოლარი მოითხოვეთ, მაშინ როცა სამიც არ ღირს. ძალიან ხშირად ეს შემთხვევებია. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბრო, რადგან არ ვარ დეტალურად საქმის კურსში, მაგრამ თუ ჟურნალისტებიც მიაქცევთ ამას ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გახსოვთ, რომ კახეთში გზები იკეტებოდა კონკრეტული ადამიანების, ანგაჟირებული მოსახლეობის ნაწილის მიერ. მერე აღმოჩნდა, რომ ვინც ამ ანგაჟირებას ახორციელებდა, მას საერთოდ ვენახიც და ვაზიც არ ჰქონია დარგული. ეს, სხვათა შორის, ჟურნალისტებმა აწიეს და მადლობა მათ, მაგრამ მერე, როგორც წესი, ეს მიმართულება არ გაავრცელეს. არ შეიძლება არც ჟურნალისტებმა, არც ოპოზიციამ, არც ხელისუფლებამ დემოგოგია ქვეყანაში წაახალისონ, ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ყაზბეგის რაიონის სოფელი ცდოში მოსახელეობა სოფლის შუაგულში 220-მეგავატიანი სიმძლავრის სადენების გაყვანას აპროტესტებს. მათი განცხადებით, სადენების გასაყვანი ალტერნატიული სივრცე არსებობს, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა მეტ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პოლიციელები მოსამართლემ დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” საარჩევნო სია არჩევნებამდე 40 დღით ადრე გასაჯაროვდება