„ქართული ოცნების“ პარლამენტში მარტო დარჩენა ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შანსს გაგვიზრდიდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ ინსტრუმენტის გამოყენება არ ხდება“ – გიგა ბოკერია

„ერთადერთი შანსი, არა გარანტია, რომ ეს კონსტიტუციური ცვლილებები მიიღონ, არის თუ არ მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გადაიხდის სერიოზულ პოლიტიკურ ფასს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„კობახიძეს, ივანიშვილის რეჟიმს არც 2024-ის ბარიერის დაწევა, არც ვადამდელზე მთლიანად პროპორციული სისტემის შემოღება არ აწყობს, პირიქით საფრთხეს უქმნის. ამიტომ ერთადერთი შანსი, არა გარანტია, რომ ეს მიიღონ, არის თუ არ მიღების შემთხვევაში გადაიხდის სერიოზულ პოლიტიკურ ფასს ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ. ასეთი ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტში მარტო დარჩენა პოლიტიკურად, ეს ინსტრუმენტი დღეს აქვთ „ლელოსა“ და ნაციონალურ მოძრაობას, ოღონდ ჯერ-ჯერობით მე ვერ ვხედავ, რომ საჯაროდ ან არასაჯაროდ ეს გზავნილი იყოს მისული „ქართულ ოცნებამდე.“ რაც ამ ცვლილებების მიღების შანსს გაგვიზრდიდა, ამ ინსტრუმენტის გამოყენება არ ხდება.“- განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიპატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმები დაწესდება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ​ებს