“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია მიმდინარეობს

პარტია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, საფინანსო კომპანია საქართველოს მეანაბრეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე 3 თვეა საფინანსო კომპანია საქართველოს მენეჯმენტი უარს ამბობს მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. კერძოდ საუბარია იმ თანხებზე, რომელიც საფინანსო კომპანიაში მეანაბრეებმა სარგებლის მიღების მიზნით განათავსეს.

მათი თქმით ჯამში 3 ათასამდე მოქალაქეა დაზარალებული, ხოლო ჯამური თანხა, რომელიც საფინანსო კომპანიას მართებს მეანაბრეების წინაშე, 30 მილიონ ლარს აღწევს.

banner
წინა სტატიაში“ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის ორგანოები შეჭამა,” – საქლაქო სასამართლოში კანიბალიზმით ჩადენილ მკვლელობაზე პროცესი იწყება
შემდეგი სტატიაქუთაისი-თერჯოლის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა