ქუთაისი-თერჯოლის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “თაიმერს”შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევას რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარიტუალური მკვლელობისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა