ქართული ოცნების ოფისში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

ქუთაისში მმართველი პარტიის ოფისში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, 37 წლის გიორგი ჩიღვინაძის ცხედარი წყალკანალის ოფისში ნახეს და არა “ქართული ოცნების”. ის მორიგე ხუთშაბათს ღამით იყო და პარასკევს დილით ოფისში მისულებს გარდაცვლილი დახვდათ.

ჩიღვინაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის ინფარქტი დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიფრანცისკე პირველი: თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ
შემდეგი სტატია“საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, უსმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს”