„ქართული ოცნების“ კამპანიაზე პასუხისმგებელი არის დამკვეთი ანუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა“ – გიგა ბოკერია

„ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის რეჟიმის მთელი ბიოგრაფია არის ამ ტიპის სიბინძურის ნიაღვარი“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასა და კონსულტანტზე დასმულ შეკითხვას

„აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ კონსულტანტმა რაღაც ურჩია, კონსულტანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ქვეყნიდან, ხაზგასმა ხდება ხოლმე რომ ის უცხოელია. პასუხისმგებელი არის დამკვეთი ანუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, კონსულტანტი აკეთებს იმას, რასაც დაუკვეთავენ. „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის რეჟიმის მთელი ბიოგრაფია არის ამ ტიპის სიბინძურის ნიაღვარი. ყველა წინა არჩევნებზეც რასაც ვხედავდით, ახლაც იმავეს ვხედავთ, ახლა უბრალოდ გახარია დაემატა „ქართული ოცნების“ მეორე ფრთისთვის, რომელთა შორისაც ბზარი გაჩნდა. ყოველთვის ასე იქცეოდა, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს სათქმელი, ამიტომ ვაიგივებთ ცხოველების ფერმასთან, იქაც ოპონენტების დემონიზება უნდა მოხდეს, რათა სრულიად დაიმონონ ადამიანების თავისუფალი ნება“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრატიულად ზურგი აქცია საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რის გამოც გვეზღუდება თავისუფალ სამყაროში თავისუფლად გადაადგილება“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ კვლევები მათთვისაც არ არის სანდო არა თუ მხოლოდ ჩემთვის, მთელი ეს მათი მძიმე კამპანიაც ამის ნიშანია“ – გიგა ბოკერია