„ეს ყველაფერი იმიტომ სჭირდებათ, რომ საპროტესტო ამომრჩევლის დემორალიზება მოახდინონ, დანერგონ უიმედობა, რომ არ მოვიდეს ამომრჩეველი არჩევნებზე“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს.
„მათთვისაც არ არის სანდო არა თუ მხოლოდ ჩემთვის. მათი მთელი რიტორიკა იმაზე, რომ არჩევნები არ დაინიშნებუ სულ რომ 2% ავიღოთო და რის გამოც საკუთარ შეთანხმების ვალდებულებაზე უარი თქვეს ადასტურებს იმას, რომ ეს ასე არ არის, ეშინიათ ამ არჩევნების შედეგების. ეგ რომ ეგრე არ იყოს, რა საჭირო იქნებოდა მთელი ეს კამპანია. ეს კამპანია, მთელი მათი უტიფარი ნიაღვარის, რომ 1 პროცენტზეც ფეხზე გვკიდია, გავედით ხელშეკრულებიდან იმიტომ რომ იქ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა, ეგეც სისულელეა, ხელშეკრულება იმათ შორის არსებობს ვინც ხელს აწერს, ვინც ხელი არ მოაწერა იმას ვერ დააბრალებ ხელშეკრულების დარღვევას. მათ ეს ყველაფერი იმიტომ სჭირდებათ, რომ საპროტესტო ამომრჩევლის დემორალიზება მოახდინონ, დანერგონ უიმედობა, რომ არ მოვიდეს ამომრჩეველი არჩევნებზე. თუ მათი კვლევა რეალური იქნებოდა, მაშინ იტყოდნენ რომ ასრულებენ მოვალეობას და არჩევნებს წელშიგამართულები მოიგებდნენ.“ – განაცხადა ბოკერიამ
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევები, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი 2 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურშივე ახერხებს გამარჯვებას.