ჯაფარიძე – “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებების პროგნოზირება რთულია

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებების პროგნოზირება რთულია, მაგრამ მგონია, რომ ორივე შემთხვევაში – დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას, არ აქვთ არჩევანი და თავად დაზარალდებიან, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელიას არ დააკავებენ, “მათსავე აღქმაში ჩაითვლება, იქნებიან სუსტები”.

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დემოკრატიასთან მიმართებაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის დაკავება ამათთვისაც კი ნამეტანია. თუ არ დააკავებენ, მათსავე აღქმაში ჩაითვლება, რომ იქნებიან სუსტები, მათი გადმოსახედიდან ეს ასე ჩანს”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლოში ფატუ ბენსუდას ბრიტანელი კარიმ ხანი შეცვლის
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა