ჰააგის სასამართლოში ფატუ ბენსუდას ბრიტანელი კარიმ ხანი შეცვლის

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარ პროკურორად ბრიტანელი კარიმ ხანი აირჩიეს.

კარიმ ხანი აღნიშნულ თანამდებობაზე გამბიელ ფატუ ბენსუდას შეცვლის.

კარიმ ხანი კენჭისყრის მეორე ტურში აირჩიეს. სასამართლოს წევრი 122 ქვეყნიდან 72-მა დაუჭირა მას მხარი. ამჟამად ბრიტანელი იურისტი და დიპლომატი ხელმძღვანელობს გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი სხვა საქმეებთან ერთად ამჟამად იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით შესაძლო სამხედრო დანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ახლა საქართველო არის გადასარჩენი
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებების პროგნოზირება რთულია