ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხნენ

ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.

ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ტვ პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.

“ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი… წარმოგიდგენიათ, ამერიკის საელჩოს ეზოში ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება, შოკში ვარ”, – თქვა ვატო წერეთელმა ტვ პირველის ეთერში.

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე Facebook-ზე წერს, რომ გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო, ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

“ქართული ოცნების ლიდერები ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე გადავიდნენ. ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ინციდენტნი ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ. გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო, ტვ პირველის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ. ტვ პირველი სთხოვს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები. დანაშაული მოხდა, სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე”, – წერს მელაძე.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები: პრეზიდენტი დიდი ალბათობით სააკაშვილ-გვარამიას გაშვებას ხელს მოაწერს
შემდეგი სტატიაწერეთელი: მივმართავ კელიდ დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად