წერეთელი: მივმართავ კელიდ დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად

მივმართავ კელიდ დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად – ამის შესახბ “ტვ პირველის” მფლობელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომელიც ამერიკის საელჩოს ტერტორიაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატების ანგარიშწორების სამიზნე გახდა.

წერეთელმა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრებმა მას ჭიქა ესროლეს.

ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა”- იხსენებს წერეთელი.

მისი თქმით ძალადობას 300 – მდე მოწვეული სტუმარი, მათ შორის ელჩის ესწრებოდა.

შოკში ვარ, წარმოგიდგენიათ, ეს რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში ხდება, გარეთ რა ხდება?! მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე გამისწორდნენ ფიზიკურად, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს” განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, რადგანაც ორივე ქვეყანას სურს მშვიდობიანი, სტაბილური, წარმატებული და განვითარებული​ მომავალი