“ქართული ოცნების“ აქტივისტებით სავსეა რაიონული გამგეობები და ისინი ცდილობენ დაერიონ სამინისტროების ქვედა რგოლების თანამშრომლებს

ოპტიმიზაცია რომელიც სამინისტროებშია დაგეგმილი, სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას გამოიწვევს- ამის შესახბე განცხადება დღეს “ენმ”-ს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საჯარო სამსახურებში გათავისუფლებები პოლიტიკური ნიშნით ხდება:

,,ბიძინა ივანიშვილის მთავრობას სამწუხაროდ აქვს უნიკალური უნარი ყველაზე სწორი მიმართულებაც გადააქციოს ქვეყნისათვის დამანგრეველ მიმართულებად. ეს ეხება ოპტიმიზაციასაც. მაშინ როდესაც “ქართული ოცნების“ აქტივისტებით სავსეა რაიონული გამგეობები, ისინი ცდილობენ დაერიონ სამინისტროების ქვედა რგოლების თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ და მათ ზურგზე გადადიოდა ძირითადი საქმე. ამიტომ ასეთი ტიპის ოპტიმიზაცია სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას გამოიწვევს, ვიდრე შეღავათს მისცემს იმავე ბიუჯეტს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის ოთხი ხელმძღვანელი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაახალწლო პრემიებს მინისტრები და დეპარტამენტის უფროსები არ აიღებენ – აკაკი ზოიძე