საახალწლო პრემიებს მინისტრები და დეპარტამენტის უფროსები არ აიღებენ – აკაკი ზოიძე

სახელმწიფო უწყებებში საახალწლო პრემიები მინისტრებისა და დეპარტამენტის უფროსებისთვის არ არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრი და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული. შემცირდება ხარჯები საწვავზე, მივლინებებზე, მანქანებზე, მაგრამ მაინც ხდება ის, რომ ეს გარკვეულ ადამიანებს შეეხება და ეს ძალიან სამწუხაროა”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების“ აქტივისტებით სავსეა რაიონული გამგეობები და ისინი ცდილობენ დაერიონ სამინისტროების ქვედა რგოლების თანამშრომლებს
შემდეგი სტატიაკახიანი: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შეკრება შესაძლოა, ამ კვირაშიც მოხდეს