“ქართული ოცნება” მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის”
სხვა სტატიები
- “არასამთავრობოებმა უნდა განასხვაონ, რომ მათი და ვენეციის კომისიის შეხედულებები განსხვავდება ერთმანეთისგან”
- „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა
- გამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს
მთავრობის ბრალდებებს, რომ პანდემიის გავრცელებას ისინი პარლამენტთან გამართულ აქციებს უკავშირებენ, ოპოზიციაში პასუხობენ.
ოპოზიცია ხელისუფლებას პანდემიის მართვის ჩაგდებაში ადანაშაულებს.
“სამწუხაროა და არც პირველი შემთხვევა, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის. მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი. ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ. საარჩევნო პერიოდში ისინი აბსოლუტურად მშვიდად ატარებდნენ ყველანაირ შეხვედრას, რაც უნდოდათ, მერე გააყალბეს არჩევნები და ადამიანებს უთხრეს, რომ კი გაგიყალბეთ არჩევნები, მაგრამ ახლა ხმა არ ამოიღოთ. ასე არც კოვიდი გვარდება, არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.