“ოპოზიცია და მისი მომხრეები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ”

კორონავირუსის მეორე ტალღა პროგნოზირებადი იყო და რეალობად იქცა. მაგრამ ასევე მოსალოდნელი იყო გართულება იმის გამო, რომ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ოპოზიცია და მათი მომხრეები ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ამასთან, ხუნდაძე განურჩევლად ყველას, ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. შესაძლო მეორე ტალღა პროგნოზირებადი იყო და რეალობად იქცა. მაგრამ ასევე მოსალოდნელი იყო გართულება იმის გამო, რომ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ოპოზიცია და მათი მომხრეები ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ. შედეგი სახეზეა, იმაზე უარესია მდგომარეობა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ შედეგი არის ის, რაც არის. ამიტომ საჭიროა, ამის შემდეგ მაინც ყველამ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და საკუთარი სურვილებისა, პოლიტიკურია თუ აპოლოტიკური, წესები დავიცვათ. საკუთარ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და სხვისი ჯანმრთელობაც დავიცვათ. ყველამ ერთად კი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ. რაც შეეხება ამ ვითარებიდან გამოსავალს, არის ის, რომ მაღალ ხარისხში დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები რასაც საკოორდინაციო საბჭო იძლევა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული, რომ დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება და ნიღაბი გამოვიყენოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის”
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის ინფექციონისტი: კლინიკა სავსეა პაციენტებით