ქართული ოცნება კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს

პარალამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

“დღეს ქართული ოცნება საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც, ასევე, არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა კომენტარებში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დოკუმენტს დღემდე არ მოაწერეს ხელი, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებსა და ელჩების მიერ დამატებითი კონსულტაციების გამართვას ელოდნენ.

“ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის კიდევ ერღი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის გამტკიცებითვის მიიღეს, “რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან ქართული ოცნების მიზეზით”.

“დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ, ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას, ვხედავთ, რომ ვერ ახერხებს”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისატრანსპორტო კომპანია – თბილისის მეტრო მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა მატარებელი არ ჩერდება სადგურ „ავლაბარში“
შემდეგი სტატიათალაკვაძე: თუ თვითმმართველობაზე 40% ვერ ავიღეთ, არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნას განვიხილავთ