„ქართული ოცნება“ არის მატყუარების პარტია – სამადაშვილი

მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი პარტიები ევროპარლამენტში ითხოვენ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, “ქართული ოცნების” პარტნიორი „სოციალისტური პარტია“ საერთოდ არ აყენებს ამ საკითხს რეზოლუციის საკუთარ ვერსიაში, საუბრობს მხოლოდ პრობლემებზე , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ იტყუება “ქართული ოცნება,” როცა ოპოზიციას ადანაშაულებს.

სამადაშვილმა “ქართული ოცნებას” “მატყუარების პარტია” უწოდა.

“კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ყველა რეზოლუციის პროექტი, რადგან ნახავთ, რომ მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები ითხოვენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცენ, „ევროპის სახალხო პარტია“, სხვა პარტიები, „ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალისტური პარტია“ საერთოდ არ აყენებს ამ საკითხს რეზოლუციის საკუთარ ვერსიაში. საკუთარ ვერსიაში “ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიაც კი საუბრობს მხოლოდ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და არც ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ. ეს აჩვენებს რამდენად სავალალო მდგომარეობაა, როგორ იტყუება ქართული ოცნება, „ქართული ოცნება“ არის მატყუარების პარტია. ეს ხალხი ატყუებს ხალხს და რეზოლუციაზე მუშაობის პროცესში კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რომ ყველაფერი რაც გვესმოდა, რომ ოპოზიცია უშლის ხელს სტატუსის მიღებას, თითის გაშვერა ოპოზიციისკენ, ეს ყველაფერი იყო მტკნარი სიცრუე”, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში…პასუხი არ მევალება. საზღვარგარეთ, შინაურ საქმეებზე კომენტარებს არ ვაკეთებ – ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე
შემდეგი სტატიაოკუპანტი აძლიერებს დაჯგუფებებს ერთდროულად ორი მიმართულებით – თავდაცვის სამინისტრო