ოკუპანტი აძლიერებს დაჯგუფებებს ერთდროულად ორი მიმართულებით – თავდაცვის სამინისტრო

ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერმა გაზარდა საცეცხლე წერტილების რაოდენობა, ხარკოვის მიმართულებით კი გააძლიერა ჯარების დაჯგუფება, – ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტი აძლიერებს საცეცხლე სისტემებს. კერძოდ, ვასილივკას რაიონში, ზაპოროჟიედან სამხრეთით 35 კმ-ზე, განლაგებულია დამპყრობლის 30-მდე T-62 ტანკი“, – აღნიშნა ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

გარდა ამისა მისი თქმით, ხარკოვის მიმართულებით, ოკუპანტი ცდილობს დარჩეს ოკუპირებულ საზღვრებზე და ხელი შეუშალოს უკრაინის ჯარების წინსვლას რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განმარტა, რომ ოკუპანტი ხარკოვის ოლქში უკრაინის პოზიციებზე სროლას განაგრძობს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ არის მატყუარების პარტია – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინამ და რუსეთის ფედერაციამ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრები გაცვალეს ფორმულით “50-დან 50-მდე