ქართული ჯარის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება გამოჩნდა 2008 წელს, როცა მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის – ქადაგიშვილი

იმ ინსტიტუციის შეურაცხყოფა, რასაც ჰქვია ჯარი და საქართველოს თავდაცვის ძალები, ნიშნავს, რა მძიმე მორალური მდგომარეობა აქვს ამ პოლიტიკოსს და საერთოდ, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

ქადაგიშვილის თქმით, 2008 წელს გამოჩნდა, როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ.

„ამასთან დაკავშირებით არამარტო პოლიტიკოსის, ჩვეულებრივი მოქალაქის დამოკიდებულებაც შეიძლება იყოს ცალსახად მიუღებელი და უარყოფითი, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ინსტიტუციის შეურაცხყოფა, რასაც ჰქვია ჯარი და საქართველოს თავდაცვის ძალები, ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს, რა მძიმე მორალური მდგომარეობა აქვს ამ პოლიტიკოსს და საერთოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის წარმოდგენს. როგორი იყო მათი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ, გამოჩნდა 2008 წელს, როცა მათმა ხელმძღვანელებმა, მათ შორის მთავარსარდალმა მიატოვა ჯარი და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის გაგრძელება იმ მორალური პოლიტიკური სახისა, რაც მათ ზოგადად ახასიათებთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა – ეს არის სიკეთის გამარჯვების, ახალი სიცოცხლის, იმედის მომცემი დღე
შემდეგი სტატიაირანი გეგმავს რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს – თეთრი სახლი