ირანი გეგმავს რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს – თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, გადასცა თუ არა უკვე ირანმა რუსეთს საფრენი აპარატები.

სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო.

„კიევი დგას, ხარკოვი დგას, ოდესა დგას. ქვეყნის მთავარ ქალაქებს უკრაინული მხარე აკონტროლებს და აქვთ ძალა, რომ გმირულად დაიცვან საკუთარი თავი, არმიის დამსახურებით, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკა, ნატო და სხვა მოკავშირეები“, – განაცხადა სალივანმა.

banner
წინა სტატიაშიქართული ჯარის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება გამოჩნდა 2008 წელს, როცა მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს