ქართული ღვინის ინდუსტრიას საინტერესო კონცეფციის მქონე ახალი მარანი შეემატა!

ბრენდი “კოლხური კოშკის მარანი” საუკეთესო დასავლურ – ქართული (კოლხური) ჯიშური ღვინოების კრებულია.
“კოლხური კოშკის მარნის” ყველა ღვინო წარმოდგენილი იქნება შეზღუდული რაოდენობით, რადგან იგიმხოლოდ უმაღლესი ხარისხის ღვინის შექმნაზეა ორიენტირებული. პირველი პროდუქტი, რომელსაც “კოლხური კოშკის მარანი” ღვინის მოყვარულებს შესთავაზებს – ესაა 2017 წელს მარტვილში მოწეული მოსავლის 467 ბოთლი ოჯალეში. ღვინო დაყენებულია მშრალის წესით, ნაცვლად დღემდე ცნობილი და მიღებული ნახევრადტკბილისა.

მშრალი წესით დაყენებული ოჯალეში დღემდე უცნობ, ახალ გემოვნურ თვისებებს და არომატებს თავაზობს ღვინის მოყვარულებს. თითოეული ბოთლი დანომრილია და ღვინის დაგემოვნების მოყვარულების გარდა, ის ღვინის კოლექციონერებისთვისაც საინტერესო იქნება. მომავალში ოჯალეშთან ერთად “კოლხური კოშკის მარანი” ღვინის წარმოებას ისეთი ყურძნის ჯიშებისგანაც გეგმავს, როგორიცაა: რაჭული მწვანე, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოცხანური საფერე, კრახუნა და სხვა.
ყურადღებას იქცევს ბრენდის შეფუთვაც, რომელიც ძალიან განსხვავდება არსებული შეფუთვებისაგან, იგი უცხო და საინტერესოა.
“კოლხური კოშკი – ათწლეულების მანძილზე იყო ქართული იდენტობის ციტადელი, ხოლო ამ იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის სწორედ ღვინის კულტურა. საქართველოში ღვინო ათასწლეულების მანძილზე ემსახურებოდა არამხოლოდ გასტრონომიულ მიზნებს, არამედ იყო ადამიანური ურთიერთობების დამყარების, გაღრმავების და შენარჩუნების საშუალება.
ყმაწვილკაცობიდან მოყოლებული მიყვარდა ღვინის დაყენება საკუთარი მოხმარებისთვის და მეგობრებისათვის. გადავწყვიტე ეს საქმიანობა კოლხური კოშკის ეზოს გარეთ გამეტანა, რისთვისაც მაღალკვალიფიციური მეღვინის დახმარება დამჭირდა. შესაბამისად, “კოლხური კოშკის მარნის” ღვინოების დაყენებას საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინის – ლადო უზუნაშვილის თანადგომით ვახორციელებთ.
ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესჩემთვის ღვინო და მისი დამზადება წარსულთან კავშირის გაცოცხლებაა. ამავე დროს, ჩვენი მარნის კონცეფცია გახლავთ მხოლოდ დასავლურ-ქართული (კოლხური) ყურძნის ჯიშებისაგან ღვინის დამზადება და პოპულარიზაცია, რაც, ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ დაფარული სამყაროა ადგილობრივი და უცხოელი ღვინის მოყვარულთათვის. დასავლურ-ქართულ ჯიშებში დიდი სიმდიდრე ინახება, აუცილებელია მისი გაცოცხლება და წარმოჩენა. შესაბამისად, მალე სხვა საინტერესო ღვინოებსაც შემოგთავაზებთ” – ამბობს “კოლხური კოშკის მარნის” დამფუძნებელი ცოტნე გამსახურდია.
ღვინის დაგემოვნება და შეძენა შესაძლებელია ღვინის მაღაზიებში –
«ღვინო და მუზა» (მ.კოსტავას ქ.35),
“8000 მოსავალი”(სულხან ცინცაძის 26)
ასევე რესტორნებში: “ბარბარესთან” (დ.აღმაშენებლის 132) და «ფაეტონი» (ა.ბელიაშვილის ქ. 75)

banner
წინა სტატიაშიერთი ადამიანი განსაზღვრავს, უნდა დარჩეს თუ არა მთავრობა – ვაშინგტონში კვირიკაშვილის გადადგომას უარყოფითად აფასებენ
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილის გადადგომა ჩემი საქმის და მაჩალიკაშილის გადაფარვას ნიშნავს”- ზაზა სარალიძე