ერთი ადამიანი განსაზღვრავს, უნდა დარჩეს თუ არა მთავრობა – ვაშინგტონში კვირიკაშვილის გადადგომას უარყოფითად აფასებენ

ვაშინგტონში გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი აცხადებს, რომ დემოკრატია წინ ვერ წავა, როდესაც ერთი ადამიანის უკმაყოფილების გამო პოსტებს მთელი მთავრობის წევრები ტოვებენ.
„არ მიყვარს შიდა პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მინდა ძირითადად შევეხო საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს, რაც ამ კონტექსტში დიდ იმედგაცრუებად მიმაჩნია. საპარლამენტო სისტემაში მთავრობის გადადგომა პარლამენტში ნდობის დაკარგვის გამო ხდება და არა როდესაც გარეშე პირი ამბობს, რომ მას მთავრობის მიმართ ნდობა აღარ აქვს. წუხილი, რომელიც მაქვს და ადრეც ბევრჯერ დამიწერია, არის მესიებთან დაკავშირებული – დიდი ფიგურების გამო, ქართულ პოლიტიკაში და საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, ასე ხდება. მაშფოთებს ის, რომ ერთი ადამიანი განსაზღვრავს, უნდა დარჩეს თუ არა მთავრობა. მესმის, რომ კვირიკაშვილის მთავრობა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა დემონსტრაციების და იმის გამოც, რომ ეკონომიკური ზრდა იმდენად კარგი არ ყოფილა, როგორც ხალხს სურდა,”- განაცხადა იალოვიცმა კურიერთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა ხაზარაძე-გვარამია-კვირიკაშვილის ალიანსი დაიჯერა
შემდეგი სტატიაქართული ღვინის ინდუსტრიას საინტერესო კონცეფციის მქონე ახალი მარანი შეემატა!