„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

ამასთან, პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

საუბრის ძირითადი თემები მეორე ტურში გამარჯვების მოპოვება და კონკრეტული პრობლემების უმოკლეს ვადაში მოგვარებაა.

ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც არიან შეკრებილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არჩევნების შემდეგ საქმიანობას ცალ-ცალკე გააგრძელებენ