გრიგოლ ვაშაძე : „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არჩევნების შემდეგ საქმიანობას ცალ-ცალკე გააგრძელებენ

არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საქმიანობას გააგრძელებენ ცალ-ცალკე, როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ამომრჩევლებს ქობულეთსა და ჩაქვში შეხვდა. კითხვაზე შედგა თუ არა დამატებითი შეთანხმება ჰელსინკში ორი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს, ვაშაძე პასუხობს, რომ ვისაც ეს აინტერესებს, უნდა წაიკითხოს ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი.

„თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ მემორანდუმი, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ შუამავლობით იქნა ხელმოწერილი, ეს ეხებოდა მხოლოდ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, როს შემდეგაც ეს პარტიები ცხოვრებასა და მოღვაწეობას გააგრძელებენ, როგორც სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულები, რომლებსაც არ აკავშირებთ არაფერი, არც ორგანიზაციული, არც იდეოლოგიური, გარდა იმისა, რომ ორივე მიეკუთვნება „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდნენ. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება
შემდეგი სტატიათბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომობილი იწვის