„ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა – ნიკა მელია

ნიკა მელიამ მმართველი ძალის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს „სასაცილო“ უწოდა. მელია ამბობს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 40%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.

„ქართული ოცნება“ რას საუბრობს, არის მეასეხარისხოვანი, „ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს. 40%-იან ნიშნულსაც კი ვერ უახლოვდებიან და ეს იციან. წერენ თავიანთ დახურულ კაბინეტებში კვლევებს და შემდეგ ატარებენ პრეზენტაციებს, ამაზე თავადაც კი ეღიმებათ. სასაცილოა ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაგრამ რაც უფრო მეტად და ხშირად ჩაატარებენ მსგავს პრეზენტაციებს, საზოგადოებისგან უფრო მკაფიოდ ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ვინც ამ პრეზენტაციას ატარებს, მასაც არ სჯერა ამ კვლევების“, – ამბობს მელია.

“ქართულმა ოცნებამ” თავისივე ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა

banner
წინა სტატიაშიანტონ შარტავა: თუ სოფელი დაუძლურდა ვერც ქალაქი იქნება მყარად – დამოუკიდებელი კანდიდატის ხედვები სოფლის განვითარებაზე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 20 წლის ფეხბურთელი გარდაიცავალა