“ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 35% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 13%”

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა შიდა კვლევებს ასაჯაროებს. კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 35% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა კი 13% – მდე შედგება.

ბიგვავამ ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემები წინა თვის კვლევისგან განსხვავებულია.

“წინა კვლევის შედეგების მიხედვით, დაახლოებით ერთი თვის წინ, “ქართული ოცნება” იყო 30%-მდე, “ნაციონალური მოძრაობა” კი, სადღაც 15%-მდე. ახლა “ნაციონალური მოძრაობა” არის 13% – მდე, “ქართული ოცნებას” კი 35% აქვს. ეს რეალობაა და სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებენ ამას”,- აღნიშნა ბიგვავამ.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ კვლევის შედეგები გახდებოდა ცნობილი.

 

banner
წინა სტატიაში“გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა”
შემდეგი სტატიაუელსში 24 მოზარდი დაიკარგა