უელსში 24 მოზარდი დაიკარგა

სამხრეთ უელსში სამძებრო სამუშაოები მიდის დაკარგული 24 მოზარდის საპოვნელად, რომლებიდ ბრეკონ ბიკონსის მთებში დაიკარგნენ.
სულ 4 საექსპედიციო ჯგუფი დაიკარგა. თითოეულ მათგანში 6-6 დაახლოებით 15 წლის ასაკის მოზარდები იყვნენ. მათ ზრდასრული არავინ მიყვება. ისინი დროდადრო კონტაქტზე გამოდიან.
პოლიციის მონაცემებით, სამაშველო ჯგუფმა 6 დაკარგული მოზარდი უკვე იპოვა. ახლა მათთან მაშველები იმყოფებიან, თუმცა, ჯერჯერობით არ ვრცელდება რა მდგომარეობაში არიან ისინი.
ბავშვები უელსში ინგლისიდან ჩავიდნენ. ისინი კვლევით ექსპედიციას ატარებდნენ და ხელმძღვანელებთან სატელეფონო კონტაქტზე იყვნენ.
სამაშველო სამსახურები აღჭურვილი არიან ვეტმფრენით.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 35% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 13%”
შემდეგი სტატიაუკრაინის არმიან დებალცევოსთან უკან დაიხია