“გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა”

სოციალოგი ზურაბ ბიგვავა შიდა კვლევების შედეგებს ასაჯაროვებს, რომლის მიხედვით, “ქართული ოცნების” ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი მკვეთრად გაზრდილია.

ბიგვავამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის რეიტინგი თითქმის ორჯერ მეტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის რეიტინგთან შედარებით.

“მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა “ქართული ოცნების” ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი. დავით ბაქრაძისა და გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა. თუ კვირიკაშვილის რეიტინგი 42%-ს შეადგენს, 21% ბაქრაძეს უჭერს მხარს. როგორც წესი, ან ლიდერის რეიტინგს მისდევს პარტია, ან პირიქით. აქ ორივე ერთმანეთს ავსებს”, – აცხადებს ბიგვავა.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ კვლევის შედეგები გახდებოდა ცნობილი.

სოზარ სუბარი GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატიული კვლევები აქვს.

“პირობას ვდებ, რომ გაცილებით ახლოს იქნება ჩვენი კვლევები, ვიდრე ეს კვლევები”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანიის ფინანსური დანაშაულებების ბაზა ინტერნეტში გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 35% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 13%”