27.8 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 14, 2026
banner

“ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამაგალითოა”

ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს არც უნახავს და არც მისალმებია. პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტზე ისაუბრა. "საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა სწორი მორალი დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებში, ვინც არღვევს კანონმდებლობის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში. მე იქ ჩემი კერძო ვიზიტით არ ვიყავი ჩასული, მე იქ ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრების შედეგად საინტერესო საშინაო დავალებას დავუტოვებდი ქართულ დიპლომატიურ მისიას,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკაში ძლიერ ბიძგს მისცემს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას.

 

გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დაისახება.
“მთავარი მნიშვნელობა ამ ვიზიტის გახლავთ ის, რომ კიდევ ერთი მორიგი, ძლიერი ბიძგი მისცეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და გაფართოებას. ვიზიტის განმავლობაში ერთგვარად შეჯამდება განვლილი პერიოდი, ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე, დაისახება ახალი პერსპექტივები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში არის სამაგალითო ურთიერთობები. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მაქვს მხედველობაში
მისი თქმით, ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, თვალნათლივ ჩანს.
“შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია არსებობს იმისათვის, რომ უფრო გაღმავდეს ეს ურთიერთობები”, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში დღეს გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება.
banner
წინა სტატიაშისავჩენკოს მაისის ბოლომდე არ გაანთავისუფლებენ – აცხადებს ადვოკატი
შემდეგი სტატია“პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება”