“პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება”

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება.

 

ჯანელიძის თქმით, რომელიც პრემიერთან ერთად აშშ-ში დღეს გაემგზავრა, კვირიკაშვილს თეთრ სახლში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
“ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. შეხვედრები გაიმართება წარმომადგენლობით პალატაში და სენატში საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს ვიზიტს აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში. კერძოდ, ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში. პრემიერი თვითონ წარადგენს პირადად იმ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომელიც დღეს საქართველოშია”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო პრეზენტაციებში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ქართული კომპანიები.
“შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და აშშ-ს კერძო ინვესტიციების კომპანიებს შორის იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯებს განსაზღვრავს. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი ვიზიტი. ჩვენ მოველით ძალიან მნიშნელოვან ნაბიჯებს ამერიკა-საქართველოს შორის ნდობის გაღრმავების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთანამშრომლობთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას და ახალი შესაძლებლობებსი განხილვა მხოდება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში დღეს გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება.
banner
წინა სტატიაში“ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამაგალითოა”
შემდეგი სტატია1 გარდაცვლილი და 10 დაშავებული – აფეთქება თურქეთში