„ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც “თაიმერს” სანატორიუმ “ქართლის” მაცხოვრებლებმა განუცხადეს ადამიანი, რომელიც მე-7 სართულიდან გადამოხტა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მანდე კი მას არაერთ მეზობელთან ჰქონდა კონფლიქტი.ზოგადად გაღიზიანებული იყო, ყველას ეჩხუბებოდა – მეზობელიც არ დაინდო, მეგობარიც. ქალაბატონს მიიყენა სიტყვიერი შეირაცხყოფა მეორეს კი ფიზიკური…
“გადავალთ ქირით და ვანახავთ თქვენც და ჩვენც სახელმწიფო რა გაგვიკეთებს”-აცხადებენ დევნილები “თაიმერთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

banner
წინა სტატიაში17 იანვრიდან, საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება
შემდეგი სტატიაპოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა