17 იანვრიდან, საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება

17 იანვრიდან, საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება. ეს ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

ვადები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის, ეს ვადა იქნება 8 დღე;

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის – მინიმუმ 10 დღე (უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება).

რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები ამ შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება:

თუ კონტაქტის მქონე ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსნებათ.

ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია„ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს