ქაფით მაინც გაგვპარსეთ, ნუ გვპუტავთ – გოგი წულაიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი გაუგზავნა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს საპარსი და ქაფი ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა. მან ამ ფორმით სესხებზე მაღალი პროცენტი გააპროტესტა.

გოგი წულაიას თქმით, დაპირება, რომ საბანკო ვალდებულებები გადავადდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა და მომხმარებლებს ხელშეკრულებები უკანონოდ შეუცვალეს. მან ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გავუგზავნე საპარსი მოწყობილობა და მოვუწოდებ, რომ გვპუტავთ ქაფით მაინც გაგვპარსეთ, რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს. ორი წლის წინ გამოვიტანე ხუთი ათასი ლარი, ვიხდიდი ყოველთვიურად, მაგრამ 5200 ლარია დარჩენილი. ეს არის ძარცვა, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა პენსიონერი. ხელშეკრულებები უკანონოდ გაფრთხილების გარეშე შეცვალეს. ეროვნული ბანკი ნაცვლად მოქალაქეებზე ზრუნვისა, ბანკირებზე ზრუნავს”, – თქვა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტურია
შემდეგი სტატიაგაბუნია – რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ, მაგრამ „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა