გაბუნია – რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ, მაგრამ „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა.

„რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დაკვირვებას”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით არ იცის, ვინ იქნება. კითხვაზე, დარჩება თუ არა ის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თამარ გაბუნია ამბობს: “ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. დაველოდებით ახალ მინისტრს”.

“უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილი თვის ბოლომდე გახდება”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიქაფით მაინც გაგვპარსეთ, ნუ გვპუტავთ – გოგი წულაიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი გაუგზავნა
შემდეგი სტატიადამენია – დიალოგის მეორე მხარეს არის გადამგდები „ქართული ოცნება“, ამიტომ ოპოზიცია უნდა დარწმუნდეს, რომ დიალოგის შედეგი ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩნდება