ქალს მოგზაურობისას ყურთსასმენები აუფეთქდა

ავსტრალიის მთავრობა ავიარეისების დროს ელემენტებზე არსებული ყურსასმენების გამოყენების შესახებ გაფრთხილებას იძლევა მას შემდეგ, რაც მგზავრს, ფრენის დროს ყურსასმენებზე ცეცხლი წაეკიდა.
მომხდარის შესახებ მგზავრმა ავსტრალიის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურს მოუყვა. მისი თქმით, ფრენისას ის მუსიკას უსმენდა და ჩაეძინა, მაგრამ აფეთქების გამო გამოეღვიძა.
“სახელზე ხელი ავიფარე, ყურსასმენები კისერზე ჩამომივარდა, მაგრამ ძლიერი წვის შეგრძნება არ მტოვებდა, შემდეგ, ავიღე ისინი და იატაკზე დავადგე, ისინი იწვოდნენ” – ამბობს დაზარალებული. მას გამცილებელი დაეხმარა, რომლემაც სასმენ მოწყობილობას წყალი დაასხა. თვითმფრინავში თმის და პლასტმასის წვის სუნი იყო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს გადამდგარ ადმირალს სექს-საღამოების სახით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიათურქულ მიტინგებს, გერმანია-ჰოლანდიის შემდეგ, ბელგიაც კრძალავს