ქალის მოტაცებისთვის 4 პირი დააკავეს

თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით, ოთხი პირი – 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი: ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, მეორე ადგილებისთვის იბრძოლებენ
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: გახარიას განცხადებაც გვახსოვს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული, როცა დაგვემუქრა