ბოკუჩავა: გახარიას განცხადებაც გვახსოვს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული, როცა დაგვემუქრა

„ქართული ოცნების“ 26 პროცენტი ემთხვევა ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით.

ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიას შესახებაც, რომელიც IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულშია.

„გიორგი გახარიას განცხადებაც გვახსოვს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული, როცა დაგვემუქრა, დაგამთავრებთო, მაგრამ მას შემდეგ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მისი კარიერა დასრულდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად და იქნება ხელისუფლების ცვლილების ავანგარდში ძალიან მალე, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ეს გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი.

სამწუხაროა, რომ ასეთი ავტოკრატიული ინსტინქტები აქვთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ორიენტირებული არიან ოპოზიციის განადგურებაზე, დამთავრებაზე, მოშორებაზე, ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა მუშაობდნენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნების“ 26 პროცენტი ემთხვევა ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ის აბსოლუტური მაქსიმუმი მხარდაჭერის, რომელიც მმართველ გუნდს აქვს. ისიც, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70 პროცენტზეც მეტი კი თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ცვლილებებს, რადგან კარგად ხვდებიან სხვაგვარად ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანას ნათელი მომავალი ვერ ექნება“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიქალის მოტაცებისთვის 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაცესკოს ახალი თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ მისი არჩევა მაღალი მხარდაჭერით არ მოხდა