ქადაგიშვილი – გუნდი, რომელიც შეიძლება, გახარიას გარშემო ჩამოყალიბდეს, გარკვეულწილად, ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ზუგდიდის ყოფილი მერის გეგა შენგელიას მიმართ თანამდებობიდან წასვლაზე არანაირი მინიშნება არ გაკეთებულა.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ის გუნდი, რომელიც შეიძლება გახარიას გარშემო ჩამოყალიბდეს, გარკვეულწილად, ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს.

„რაიმე სახის ზეწოლა კი არა, საუბარიც არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ზუგდიდის ყოფილ მერთან სამსახურეობრივი მდგომარეობის შესახებ. პირიქით, ხელისუფლება მასთან ნორმალურად თანამშრომლობდა. ეს არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება იმ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გიორგი გახარიას წასვლას მოჰყვა. გარკვეულწილად, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო, როგორ გააგრძელებს საქმიანობას, ამას დრო გვიჩვენებს. ის გუნდი, რომელიც შეიძლება გახარიას გარშემო ჩამოყალიბდეს, გარკვეულწილად, ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს. ანა ბუჩუკურის განცხადებაც სწორედ იმას ემსახურება, რომ გარკვეულწილად, დევნილისა და შევიწროებულის მანტია მოისხას ზუგდიდის უკვე ყოფილმა მერმა. მისი თანამდებობიდან წასვლაზე არანაირი მინიშნება ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – შეიძლება ითქვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება
შემდეგი სტატიაოქრიაშვილი – დმანისისა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა დათხოვნილი უნდა იქნას პოლიციის რიგებიდან