ქაცარავა: ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმი საზღვრის გადაკვეთისთვის აჯარიმებდა, ახლა კი აპატიმრებს

20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმმა შიდა ქართლის სოფელ ზარდიაანთკარიის მცხოვრები 63 წლის მირიან თაზიაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავა და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დავით ქაცარავას თქმით, მირიან თაზიაშვილის დაპატიმრება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს ან ვერაფერს აკეთებს, თავისი მოქალაქეების დასაცავად. მისი თქმითვე, ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმი საზღვრის გადაკვეთისთვის აჯარიმებდა, ახლა კი აპატიმრებს.

“საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა მირიან თაზიაშვილი, ზარდიაანთკარის მცხოვრები და როგორც შევიტყვეთ, მას უკვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება ოფიციალურად გადავიდა სტატისტის როლში, ის ვერაფერს ან არაფერს აკეთებს, რომ დაიხსნას ჩვენი მოქალაქე ტყვეობიდან და განსხვავებით, სხვა შემთხვევებისგან, როგორც წესი ჩვენ ვიცით, რომ ორ სამ დღეში თავისუფლდებიან ჩვენი მოქალაქეები, მირიან თაზიაშვილს უკვე შეეფარდა ორ თვიანი პატიმრობა, როგორ დასრულდება ეს ისტორია ჩვენ ნამდვილად აღარ ვიცით” , – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 40 000 ლარის ღირებულების თერმოსკრინინგის კამერები და პირადი დაცვის საშუალებები გადაეცა
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, „გირჩიდან“ უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი”