“ვფიქრობ, „გირჩიდან“ უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი”

region
ავტ.: region დეკემბერი 4, 2020 16:29

“ვფიქრობ, „გირჩიდან“ უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი”

ვფიქრობ, რომ „გირჩიდან“ უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ვინც არ ეთანხმება, – ამის შესახებ „გირჩის“ ყოფილმა წევრმა, გოგა ხაჩიძემ პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეულმა ადამიანებმა უპასუხისმგებლო განცხადებებით პარტიას ზიანი მიაყენეს.

ამასთან, ხაჩიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გირჩის“ მთავარი მამოძრავებელი ზურაბ ჯაფარიძეა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გირჩი ტვ“-ის დამფუძნებელი ვარ, თავის დროზე „გირჩის“ დამფუძნებელიც ვარ, „გირჩის“ სახელიც ჩემი დარქმეულია. მაქვს ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება. არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას და ეს ჩემი კომენტარი მსგავსად არ აღიქვათ. რაც „გირჩში“ ხდება, ჩემთვის სულერთი არ არის. „გირჩში“ რა პრობლემებიც იყო, ვიცი. ეს ყველაფერი ადამიანურ პრობლემებს უკავშირდება. ძალიან ძნელია, როცა წლების განმავლობაში განაწყენებულ ადამიანებს აგროვებ, სათითაოდ ელაპარაკები, კონსოლიდაციას ახდენ და შენს შეგროვებულს ვიღაც ასე ანიავებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც უპასუხისმგებლო დროის შერჩევით, მსგავს ზიანს აყენებენ „გირჩს“. არჩევნები ორი კვირის წინ იყო და იმის გამო, რომ არასწორი ფორმა მოძებნე, ვერ ქენი ისე, ათასობით ადამიანი პარტიას ლანძღავს და თათხავს, რაც გასატარებელი ამბავი არ არის.

ამ საკითხზე მხარდაჭერას ვუცხადებ ზურაბ ჯაფარიძეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზურა ჯაფარიძე და „გირჩი“ სხვადასხვა რამეა, ცდება. იმედი მაქვს, რომ წყნარად, მშვიდად, მოლაპარაკებით უნდა განისაზღვროს, ასეა თუ ისეა. „გირჩი“ არის იდეა და მთავარი კაცი დასაწყისიდან დღემდე – ზურაბ ჯაფარიძე. ვინც ამ ფაქტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის სასაცილო და დასაცინი გახდება.

ამასთან, ხაჩიძემ პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია გააკრიტიკა. მისივე თქმით, „გირჩის“ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვის ეკუთვნის ეს პარტია.

„იმედი მაქვს, ვიღაცებს გონება და აზრი ეყოფათ წყნარად და მშვიდად დალაგდეს, თუ არადა, არსებობს პროცედურები. „გირჩი“ არის ის მხარდამჭერები, ვინც მას ხმა მისცა. ეს ადამიანები გადაწყვეტენ, ვინ არის „გირჩი“ და ვის ეკუთვნის. როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული სიო და ასეთ დროს ისეთ რამეს აკეთებ, რომ ათასობით ადამიანი, ვინც ხმა მოგცა, გლანძღავს, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა ღრმა ლიბერტარიანულ მსჯელობაში ვინ არის მტყუან-მართალი. როცა ხარ პოლიტიკოსი, საჯარო პერსონა და ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს.

ვინ არის „გირჩი და ვისია, ანეკდოტის თემაა. ალბათ, იქნება მოლაპარაკებები. ვფიქრობ, რომ „გირჩიდან“ უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ვინც არ ეთანხმება. სანდრო რაქვიაშვილის საკითხი გასარკვევია, შეიძლება წავიდეს, შეიძლება – არა. მგონია, რომ ამ ორზეა საუბარი“, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

region
ავტ.: region დეკემბერი 4, 2020 16:29

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics